ავტორიზაცია

სამწუხარო ამბავი ბარსელონადან - გუნდს ბაიერნთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ანსუ ფატი ვერ დაეხმარება

სამწუხარო ამბავი ბარსელონადან - გუნდს ბაიერნთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ანსუ ფატი ვერ დაეხმარება
თარიღი 05 დეკ 2021, 20:28

„ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი თავის გუნდს „ბაიერნთან“ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

AS-ის ინფორმაციით, ესპანელი ფორვარდი 6 ნოემბერს „სელტასთან“ მიღებული ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს და ამის გამო, „ალიანც არენაზე“ გასამართ მატჩში მონაიწლეობას ვერ მიიღებს.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ფატი საერთო ჯგუფში ვარჯიშს 3 დეკემბერს განაახლებდა და მიუნხენში გუნდთან ერთად გაემგზავრებოდა, თუმცა დღეს 5 დეკემბერია და ანსუ დღემდე განცალკევებით ვარჯიშობს.

დიდი ალბათობით, ფატის მოედანზე დაბრუნება კიდევ ორი კვირით გადაიდება, შესაბამისად „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის ამოცანა მის გარეშე ექნება შესასრულებელი.

მატჩი „ბაიერნი“ – „ბარსელონა“ 8 დეკემბერს 23:59 საათზე დაიწყება.