ავტორიზაცია

პუჩი: "მიუნხენში მოსაგებად ჩავდივართ, ოთხშაბათს ბარსელონა პლეი-ოფში გავა"

პუჩი: "მიუნხენში მოსაგებად ჩავდივართ, ოთხშაბათს ბარსელონა პლეი-ოფში გავა"
თარიღი 05 დეკ 2021, 21:20

„ბეტისთან“ საშინაო მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ ნახევარმცველმა რიკი პუჩმა „ბაიერნთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

ამ შეხვედრაში „ბლაუგრანას“ მოგება სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გავიდეს. ან პარალელურ მატჩში „ბენფიკამ“ შინ „დინამო კიევს“ ვერ უნდა მოუგოს.

„პრიმერაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავალთ!

ძალების აღსადგენად სამი დღე გვაქვს. „ბარსელონა“ მიუნხენში მოსაგებად ჩავა, ეს ფინალია! ჩვენ გვჯერა, ერთად ვართ და ყველაფერს დავამტკიცებთ.“ - ციტირებს პუჩის სიტყვებს Sport.es.

მატჩი „ბაიერნი“ – „ბარსელონა“ „ალიანც არენაზე“ 8 დეკემბერს, 23:55 საათზე გაიმართება.

ლა ლიგაში „ბარსელონა" მეშვიდე ადგილს იკავებს და ლიდერ „რეალს" 16 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.