ავტორიზაცია

სალაჰი: "ბარსელონას ინტერესი მსიამოვნებს, მაგრამ ლივერპულში ვისურვებდი დარჩენას"

სალაჰი: "ბარსელონას ინტერესი მსიამოვნებს, მაგრამ ლივერპულში ვისურვებდი დარჩენას"
თარიღი 05 დეკ 2021, 21:56

„ლივერპულის“ ფორვარდმა, მოჰამედ სალაჰმა, გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და „ბარსელონას“ ინტერესზე ისაუბრა.

„უკვე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ თუ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაშინ მე „ლივერპულში“ დარჩენას ვისურვებდი.

თუმცა, გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა იღებს, მათ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ. არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, ყველაფერს ისინი წყვეტენ.

ფეხბურთელის ფინანსური ღირებულება ხაზს უსვამს იმას, რამდენას აფასებს მას კლუბი და რის გასაკეთებლად არის მზად მის შესანარჩუნებლად, თუმცა ყველაფერს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსები არ წყვეტს.

წავიკითხე, რომ ჩემი შეძენით ხავია დაინტერესებული. მსიამოვნებს, რომ ჩემით ისეთი კლუბი ინტერესდება, როგორიც „ბარსელონაა“, მაგრამ მე „ლივერპულში“ ბედნიერი ვარ. ვნახოთ, რა მოხდება.

ამჟამად, პრემიერ ლიგაში ვისურვებდი დარჩენას, რადგან ეს მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა.“ - აღნიშნა სალაჰმა.