სლუცკი: "კვარაცხელია თავისი თამაშით შეცვლას შესვენებაზევე იმსახურებდა"
„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, „ნიჟნი ნოვგოროდთან“ წაგების (1:2) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლაზე ისაუბრა.
დღეს გამართულ შეხვედრაში, ხვიჩამ მოედანზე 52 წუთი გაატარა და ამის შემდეგ, სლუცკიმ ის შეცვალა მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის „რუბინი“ უკვე 1:2-ს აგებდა.
ჟურნალისტი: რას უკავშირდება ხვიჩას ასე ნაადრევი ცვლილება? თუ ნასროლი ხელთათმანებით ვიმსჯელებთ, ის ცვლილებით უკმაყოფილო დარჩა.
„არ ვიცი კმაყოფილია ის თუ უკმაყოფილო, მაგრამ საფეხბურთო მოედანზე ნაჩვენები თამაშით ის ჯერ კიდევ შესვენებაზე იმსახურებდა შეცვლას.
ჟურნალისტი: დრეიერმა მეშვიდე გოლი გაიტანა და მის უახლოესს მდევარს ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორი გოლი აქვს. გასულ სეზონში გუნდს დესპოტოდამოკიდებულება ჰქონდა, ახლა დრეიეროდამოკიდებულება დაეწყო?
ჩვენ კვარაცხელია-დამოკიდებულებაც გვქონდა, დესპოტოვიჩ-დამოკიდებულებაც და ახლა მაკაროვ-დამოკიდებულებაც გვაქვს. ასე თუ ვიმსჯელებთ, მსოფლიოს ყველა გუნდი რაღაც დამოკიდებულებისგან იტანჯება, თუ ყველას ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს იტანს.“