ავტორიზაცია

მემფის დეპაის ბარსელონადან წასვლა არარეალური სულაც აღარ არის

მემფის დეპაის ბარსელონადან წასვლა არარეალური სულაც აღარ არის
თარიღი 05 დეკ 2021, 23:11

„ბარსელონას“ შემტევმა მემფის დეპაიმ შესაძლოა გუნდი დატოვოს.

El Nacional-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა იცის, რომ „ბლაუგრანა“ ახალი შემტევის ძიებაში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დეპაის მდგომარეობა გუნდში გაუარესდება და ის სასტარტოს უცვლელი წევრის სტატუსს დაკარგავს, ფეხბურთელის წარმომადგენლები მზად იქნებიან, სხვა შემოთავაზებები მოისმინონ.

თავის მხრივ, „ბარსელონამ“ შესაძლოა ფორვარდი გაყიდოს, რათა თავისი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და ახალი ტრანსფერებისთვის თანხა გამოიმუშავოს.

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის გადაბირებით ინტერესდება.