ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსმა შინ შევჩენკოს ჯენოას მოუგო და ცხრილში ოთხეულს მიუახლოვდა

თარიღი 06 დეკ 2021, 01:42

სერია ა-ს მე-16 ტურში „იუვენტუსმა“ შინ „ჯენოა“ დაამარცხა.

მატჩი „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მე-9 წუთზე ანგარიში ხუან კუადრადომ გახსნა, 82-ზე კი პაულო დიბალამ ბერნარდესკის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, ანდრეი შევჩენკოს „ჯენოა“ კი 10 ქულით გასავარდნ ზონაშია და ჯერჯერობით უკრაინელ მწვრთნელთან ერთად მოუგებელია.