ავტორიზაცია

გეგუჩაძე: "ჯოვინო საქართველოს ნაკრებს სიამოვნებით შეუერთდება"

გეგუჩაძე: "ჯოვინო საქართველოს ნაკრებს სიამოვნებით შეუერთდება"
თარიღი 06 დეკ 2021, 11:46

ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი ფორვარდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?

აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით გადაცემა "ტაიმაუტში" ისაუბრეს აჭარული გუნდის პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა, არჩილ ბერიძემ და გია გეგუჩაძემ.

ბერიძე - "ჯოვინოს ქართველი მეუღლე ჰყავს და ამით ალბათ, უკვე ყველაფერი ნათქვამია. საცხოვრებლად ბათუმში გადმოვიდა. მისი დედა და მამაც უკვე აქ ცხოვრობენ. ქართულად საუბარიც ესმის".

გეგუჩაძე - "ქართულად ვერ მპასუხობს, თუმცა ქართული ნამდვილად ესმის. მას ის გარემო მოსწონს, რაც ბათუმშია და ეს მისასალმებელია. გარდა იმის, რომ მოსწონს, სულით და გულით სურდა ამ ყველაფრის გაკეთება, აქ დამკვიდრება.

თუ იქნება დაინტერესება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც სიამოვნებით შეუერთდება", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა. აქვე დავამატებთ, ზღვისპირელებმა 2021 წლის სეზონი ჩემპიონობით დაასრულეს.