ავტორიზაცია

ტორესი ბარსელონას უახლოვდება, სიტიმ ფასი დააკლო - ფაბრიციო რომანო

ტორესი ბარსელონას უახლოვდება, სიტიმ ფასი დააკლო - ფაბრიციო რომანო
თარიღი 06 დეკ 2021, 12:27

საფეხბურთო ევროპის მთავარი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს თქმით, "მანჩესტერ სიტიმ" ფერან ტორესის სატრანსფერო ღირებულება 60-65 მილიონ ევრომდე დაწია.

თავდაპირველად ეს იყო დაახლოებით 70 მილიონი. "ბარსელონასა" და ტორესს შორის შეთანხმება არსებითად მიღწეულია, ფეხბურთელი მოუთმენლად ელის ხავისთან მუშაობის შესაძლებლობას.

ფერანის გასაფორმებლად კატალონიურ კლუბს ჯერ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. მიმდინარე სეზონში ფერან ტორესმა "მან სიტის" მაისურით 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მუხლის ტრავმის გამო ფეხბურთელს თითქმის ორი თვე არ უთამაშია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ესპანელი შემტევი კატალონიაში ზამთარში გადავა.