ავტორიზაცია

ბარსელონა ზაფხულში ჩელსის კაპიტნის უფასოდ გადაბირებას შეეცდება

ბარსელონა ზაფხულში ჩელსის კაპიტნის უფასოდ გადაბირებას შეეცდება
თარიღი 06 დეკ 2021, 16:06

ლონდონის „ჩელსის“ ესპანელი კაპიტანი, სეზარ ასპილიკუეტა, მომდევნო ზაფხულს შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს.

El Nacional-ის ინფორმაციით, 32 წლის მცველის გადაბირებით კატალონიის „ბარსელონა“ ინტერესდება.

ესპანელი კლუბი ფეხბურთელის უფასოდ გადაბირებას აპირებს, მას შემდეგ რაც მას „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

ასპილიკუეტა „ჩელსის“ მაისურით 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.