ავტორიზაცია

ლივერპული ნაპოლის წამყვანი ნახევარმცველით ინტერესდება

ლივერპული ნაპოლის წამყვანი ნახევარმცველით ინტერესდება
თარიღი 06 დეკ 2021, 16:58

იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ფაბიან რუისი „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

Fichajes-ის ინფორმაციით, 25 წლის ესპანელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ ვარიანტად ესახება.

თავად ფეხბურთელიც არ არის წინააღმდეგი, კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგას და ძალები ინგლისის პრემიერ ლიგაში მოსინჯოს.

არ არის გამორიცხული, ტრანსფერი 2022 წლის ზაფხულში შედგეს, იმ შემთხვევაში თუ „ნაპოლი“ ესპანელის სანაცვლოდ ზედმეტად დიდ თანხას არ მოითხოვს.

რუისი „ნაპოლიში“ 2018 წლიდან თამაშობს, სადაც „ბეტისიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან სერია ა-ს 15 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.