ავტორიზაცია

ბარსელონაში ანგრევენ სასტუმროს, რომლის შეძენაც მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა

ბარსელონაში ანგრევენ სასტუმროს, რომლის შეძენაც მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა
თარიღი 06 დეკ 2021, 17:07

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელის, 34 წლის ლეო მესის ოქროს ბურთის მოგებისგან გამოწვეული სიხარული სამწუხარო ამბავმა ჩააშხამა.

El Confidencial-ის ინფორმაციით, ქალაქ ბარსელონას ხელისუფლებას დაევალა იმ სასტუმროს დანგრევა, რომელიც „ბარსას“ ექს-ფეხბურთელს ეკუთვნის.

77-ოთახიანი შენობის დანგრევის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ის ქალაქის სტანდარტებს არ შეესაბამება.

სასტუმრო სტადიონ „კამპ ნოუს“ სიახლოვეში იმყოფება, რომელზეც თავის მატჩებს „ბარსელონა“ ატარებს და სადაც მესიმ სახელი ყველაზე მეტად გაითქვა. 

ბარსელონაში მდებარე ამ რეზიდენციის შეძენა მესის 2017 წელს 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

სასტუმროს შეძენისას, მესიმ არ იცოდა, რომ ქალაქის მმართველობას, სამშენებლო ნორმების დაუცველობის გამო, ამ სასტუმროს დანგრევა უკვე გეგმაში ჰქონდა.

შენობის აივნები ზედმეტად დიდია, თავად სასტუმრო კი შეიძლება ჩამოინგრეს, თუ კონტრუქციაში რაიმე სახის ცვლილება იქნება შეტანილი. ხანძრის შემთხვევისთვის არსებული გეგმაც კი არ შეესაბამება სტანდარტებს.