ბარსელონამ დემბელეს გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა და დედლაინი დაუწესა
„ბარსელონა“ ამ კვირაში უსმან დემბელეს აგენტს შეხვდება და ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე უკანასკნელ შეთავაზებას გაუკეთებს.
ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიელები 24 წლის ფეხბურთელს ახალ ხელფასს სთავაზობენ, რომელიც ამჟამინდელს 1 მილიონი ევროთი აღემატება. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს ბონუსებსაც.
ასეთ შემთხვევაში, ახალი კონტრაქტით უსმანი გადასახადების გადახდამდე წლიურად 11 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა აქედან მისი მხოლოდ 7.5 მილიონი ევრო იქნება.
„ბარსელონას“ სურს, რომ ფეხბურთელისგან პასუხი 31 დეკემბრამდე მიიღოს. ეს კლუბის მხრიდან უკანასკნელი შეთავაზებაა და უარის შემთხვევაში, დემბელე გუნდს მომდევნო ზაფხულს სრულიად უფასოდ დატოვებს.
ფრანგს გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.