ავტორიზაცია

ლორისი ტოტენჰემთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ლორისი ტოტენჰემთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 06 დეკ 2021, 17:17

„ტოტენჰემის“ მეკარემ უგო ლორისმა შესაძლოა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და უფრო აქტიურ ფაზაში პირველი იანვრისთვის შევა.

ამ რიცხვის შემდეგ, ლორისს ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების წარმართვა დამოუკიდებლად შეეძლება, რადგან 2022 წლის ზაფხულში „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ეწურება.

დიდი ალბათობით, ლორისი და „დეზები“ შეთანხმებას მიაღწევენ და ფრანგი გოლკიპერი ლონდონში ასპარეზობას გააგრძელებს.

ისე კი, ფეხბურთელის უფასოდ გადაბირებით იტალიური „რომა“ ინტერესდება.