ავტორიზაცია

მანჩინიმ უახლოესი მდევარი 195 ქულით (!) ჩამოიტოვა - წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები დასახელდნენ

მანჩინიმ უახლოესი მდევარი 195 ქულით (!) ჩამოიტოვა - წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები დასახელდნენ
თარიღი 06 დეკ 2021, 18:00

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელი დასახელდა.

წლის საუკეთესოდ იტალიის ნაკრების მწვრთნელი, რობერტო მანჩინი დასახელდა, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო.

მანჩინიმ 225 ქულა დააგროვა და უდიდესი უპირატესობით აჯობა არგენტინის ნაკრების მთავარა მწვრთნელს, ლიონელ სკალონის, რომელმაც 30 ქულა მოიპოვა.

სკალონიმ გასულ ზაფხულს არგენტინის ნაკრებს 28 წლის შემდეგ პირველი სანაკრებო ტიტული მოაგებინა, როცა ბრაზილიაში კოპა ამერიკა მოიგო.

სამეულში მოხვდა საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი (25 ქულა).

მეოთხე ადგილზე კი ალჟირის ჯამელ ბელმადი და ბრაზილიელი ტიტე გავიდნენ 15-15 ქულით.