ავტორიზაცია

"თუ აქ აქ ხარ, ეს თავადაც უნდა იცოდე", - ანჩელოტიმ ვარანს უპასუხა

"თუ აქ აქ ხარ, ეს თავადაც უნდა იცოდე", - ანჩელოტიმ ვარანს უპასუხა
თარიღი 06 დეკ 2021, 18:03

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, რაფაელ ვარანს უპასუხა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა აღნიშნა, რომ „რეალის“ გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც არ ახარებთ და როგორც კი გუნდი ტიტულს დაეუფლება, ისინი უკვე შემდგომ ტიტულებს ითხოვდნენ.

„ეს ამ კლუბის ისტორიით არის გამოწვეული, რომელაც ევროპაში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. ეს ყველაფერი სწორედ ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე ხდება.

თუ აქ ხარ, ეს თავადაც უნდა იცოდე. ვერ იქნები უბრალოდ ბედნიერი, ყოველთვის წინ უნდა იყურებოდე და განვითარებას ცდილობდე.

ჩვენ მეათე ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და აღვნიშნეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ წინ დიდი გზა გვქონდა გასავლელი.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ.