ავტორიზაცია

აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში ატლეტიკოს ორი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდება

აუცილებლად მოსაგებ შეხვედრაში ატლეტიკოს ორი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდება
თარიღი 06 დეკ 2021, 18:07

„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ორი მცველი გამოაკლდება.

როგორც მატჩის წინ დიეგო სიმეონემ აღნიშნა, „პორტუსთან“ შეხვედრას ხოსე ხიმენესი და სტეფან სავიჩი გამოტოვებენ.

ხიმენესმა ტრავმა „კადისთან“ ლა ლიგის მე-15 ტურში მიიღო, რომელიც გუნდმა 4:1 მოიგო, სავიჩმა კი ერთი ტურის შემდეგ, „მალიორკასთან“ 1:2 წაგებულ შეხვედრაში.

მატჩი „პორტუ“ – „ატლეტიკო“ 7 დეკემბერს 23:55 საათზე დაიწყება. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მადრიდულ გუნდს მატჩი აუცილებლად მოსაგები აქვს.