ავტორიზაცია

2021 წლის საუკეთესო გამთამაშებელი დასახელდა - მესიმ პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ დათმო

2021 წლის საუკეთესო გამთამაშებელი დასახელდა - მესიმ პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ დათმო
თარიღი 06 დეკ 2021, 18:24

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუკეთესო გამთამაშებელი დაასახელა.

ზედიზედ მეორე წელს საუკეთესოდ „მან სიტის“ და ბელგიის ნაკრების ფლეიმეიქერი, კევინ დე ბრუინი დასახელდა (160 ქულით).

მეორე ადგილზე „ბარსელონადან“ „პსჟ-ში“ გადასული ლეო მესი გავიდა 105 ქულით.

სამეულში მოხვედრა მოახერხეს „მან იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა და „ბაიერნის“ შემტევმა, თომას მიულერმაც, 15-15 ქულით.

მეხუთე ადგილს კი ოქროს ბურთის ნომინაციაში მესამე ადგილზე გასული ჟორჟინიო დასჯერდა 10 ქულით.