ავტორიზაცია

"რთული პერიოდი გავიარე", - სტერლინგმა ისაუბრა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები

"რთული პერიოდი გავიარე", - სტერლინგმა ისაუბრა, თუ როგორ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები
თარიღი 06 Dec 2021, 21:33

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, რაჰიმ სტერლინგმა განაცხადა, რომ გასული სეზონის ბოლოს ფსიქოლოგიურ პრობლემებს წააწყდა.

"რთული პერიოდი გავიარე, ფიქრებს ვერ ვუმკლავდებოდი. ნეგატიური ემოციები ვერ დავძლიე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, არ მეხმარებოდა, ამის დაძლევა მომიწია".

"კარიერაში პირველად ვერ ვითამაშე იმდენჯერ, რამდენჯერაც მინდოდა. ძლიერ იმედგაცრუებას ვგრძნობდი, ჰორიზონტზე კი დიდი ტურნირი (ევრო 2020) იყო. რაღაც უნდა გამეკეთებინა, რათა სანაკრებო მატჩებს ნორმალურ ფორმაში შევხვედროდი".

"მაშინ გადაწყვეტილება მივიღე: როცა ნაკრების განკარგულებიდან დავბრუნდები, საკუთარ თავს დროს დავუთმობ და რაღაც ახალს ვცდი".

"მედიტაცია აუმჯობესებს როგორც ფსიქოლოგიურ, ისევე ფიზიკურ მდგომარეობას. როცა პირველად ვცადე, თავს ისე სუფთად და კმაყოფილად ვგრძნობდი. მომდევნო დღე მხოლოდ უკეთესი იყო".

"რაც უფრო ხშირად მივმართავ მედიტაციას, მით უფრო უკეთესად ვგრძნობ თავს", - თქვა სტერლინგმა The Times-თან ინტერვიუში.