ავტორიზაცია

ბარსელონა ვალების გამო შესაძლოა დე იონგის გაყიდვას დათანხმდეს, ფავორიტიც გამოიკვეთა

ბარსელონა ვალების გამო შესაძლოა დე იონგის გაყიდვას დათანხმდეს, ფავორიტიც გამოიკვეთა
თარიღი 06 დეკ 2021, 23:41

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგით ინტერესდება, იტყობინება El Nacional.

ინგლისურმა კლუბმა კატალონიელთა სხვა ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს გადაბირებაზე უარი თქვა, მაგრამ 24 წლის ჰოლანდიელის ხელში ჩაგდებითაა დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 55 მილიონ ევროზე მეტის გადახდისთვის მზად არ არის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა კი არანაკლებ 70 მილიონს ითხოვს.

როგორც აღინიშნება, "ბარსელონაში" შესაძლოა დე იონგის შემოთავაზებულ ფასად გაყიდვას დათანხმდნენ, თუ კლუბის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 12 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტიც მიითვალა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი ამჟამად 90 მილიონ ევროს შეადგენს.