ავტორიზაცია

აიაქსმა შეიძლება ტოტენჰემის თავდამსხმელი ინათხოვროს

აიაქსმა შეიძლება ტოტენჰემის თავდამსხმელი ინათხოვროს
თარიღი 07 დეკ 2021, 00:20

"აიაქსი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელ სტევენ ბერგვაინისადმი იჩენს ინტერესს, წერს The Times.

ჰოლანდიურ კლუბს 24 წლის ფორვარდის იჯარით დამატება უნდა, რომელიც "დეზების" ამჟამინდელი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის. გარიგება შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შედგეს.

თუმცა, "აიაქსი" მზად არის მხოლოდ იჯარის ვარიანტი განიხილოს, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს.

მიმდინარე სეზონში ბერგვაინმა "ტოტენჰემის" რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი პასით გამოირჩა.