ავტორიზაცია

ზაფხულში ასპილიკუეტას ბარსელონაში გადასვლის შანსები იზრდება

ზაფხულში ასპილიკუეტას ბარსელონაში გადასვლის შანსები იზრდება
თარიღი 07 დეკ 2021, 00:23

"ჩელსის" მცველი, სესარ ასპილიკუეტა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს, წერს El Nacional.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეიმჩნევა.

ასპილიკუეტას "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და "ბარსაში" იმედი აქვთ, რომ არ გაახანგრძლივებს.

32 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი პასი ჩაიწერა საკუთარ აქტივში.