ავტორიზაცია

VIDEO: დრამა გუდისონ პარკზე - ევერტონმა არსენალს ბოლო წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლით მოუგო

თარიღი 07 დეკ 2021, 02:03

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „ევერტონმა“ საკუთარ კედლებში „არსენალს“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

მატჩი „გუდისონ პარკზე“ გაიმართა და ლივერპულელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში მარტინ ოდეგორმა კირან ტირნის პასით გახსნა და „არსენალს“ ტაიმი მოაგებინა, თუმცა მეორე ნახევარში რაფა ბენიტესის გუნდმა ყველაფრის თავდაყირა დაყენება მოახერხა.

79-ე წუთზე რიჩარლისონმა ანგარიში გაათანაბრა, 90+2 წუთზე კი დემარაი გრეიმ შესანიშნავი გოლით „ევერტონს“ დრამატული გამარჯვება მოუტანა.

„არსენალმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 23 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, „ევერტონმა“ კი 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და 18 ქულით მე-12 პოზიციაზეა.