ავტორიზაცია

"როტაციის გამოყენება მოგვიწევს", - კლოპმა მილანთან მატჩში ცვლილებები დააანონსა

"როტაციის გამოყენება მოგვიწევს", - კლოპმა მილანთან მატჩში ცვლილებები დააანონსა
თარიღი 07 დეკ 2021, 11:30

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, „მილანთან“ მატჩის წინ, შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა.

„გასაგებია, რომ როტაციის გამოყენება მოგვიწევს. ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ, ეს ჩვეულებრივი ისტორიაა.

ცვლილებებია საჭირო, მაღალ სათამაშო ენერგეტიკას დასვენებული ფეხბურთელები სჭირდება, ეს არის და ეს.

„მილანთან“ მატჩის შემდეგ, იგივე პერიოდში არანაკლებად ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ასე რომ ჩვენ უბრალოდ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული.

წარმატების მიღწევა მხოლოდ ფანტასტიკური შემადგენლობით არის შესაძლებელი. ჩვენ ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ. ვიცით ჩვენი როლები და ჩვენი ფეხბურთი, წარსულთან შედარებით უფრო სანახაობრივი გახდა. ბიჭებს დიდებული ურთიერთობა აქვთ და კარგი შემადგენლობა გვყავს.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს „უეფას“ პრესსამსახური.