უმაღლესი ლიგა. მე-8 ტური - პრევიუ



Goal.Ge და ინტერნეტ ტოტალიზატორი iveriabet.com წარმოგიდგენთ საქართველოს ჩემპიონატის მე-8 ტურის პრევიუს: 04.10.2014 - გურია vs სპარტაკი, 15:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, ლანჩხუთის "გურია" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან ბოლო კვირებში ორივე გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობს. მართალია, გურიელებმა არც თუ ისე კარგად დაიწყეს უმაღესი ლიგა, თუმცა მათ ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგეს 1 კი ფრედ დაასრულეს და ცხრილის მე-10 პოზიციაზე დაწინაურდნენ. რაც შეეხება "სპარტაკს", კახა კაჭარავას გუნდი უმაღლესი ლიგის მე-3 პოზიციაზეა, რაც იდეალური შედეგია. როგორც გახსოვთ, გასულ სეზონში ცხინვალელები გასავარდნ ზონასთან ახლოს იყვნენ და წელს მათი ასეთი დაწინაურება, მართაც რომ აღსანიშნავი ფაქტია. 04.10.2014 - სიონი vs დილა, 15:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, ბოლნისის "სიონი" გორის "დილას" უმასპინძლებს. გორელები ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, ბოლნისელები კი მე-12. "დილამ" უკანასკნელ შეხვედრაში "დინამოს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა. მიმდინარე სეზონში, "დილა" მეორე გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც თბილისის "დინამოს" ქულები დააკარგვინა, რაც აღსანიშნავია. "სიონს" რაც შეეხება, ვლადიმერ ბურდულის გუნდი უკანასკნელ ტურში ფოთის "კოლხეთთან" დამარცხდა. 04.10.2014 - ზესტაფონი vs კოლხეთი, 16:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, "ზესტაფონი" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლებს. როგორც იცით, ფოთელები არც თუ ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ უმაღლეს ლიგაში, თუმცა მათ გასულ ტურში ბოლნისის "სიონი" დაამარცხეს და მე-14 ადგილზე დაწინაურდნენ. "ზესტაფონელებს" რაც შეეხებათ, ისინი მიმდინარე სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან. ამჟამად გია გეგუჩაძის გუნდი მე-11 პოზიციაზეა და გამარჯვებების დაწყების მოლოდინშია. უკანასკნელ მატჩში "ზესტაფონი" "მეტალურგს" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა. არადა, იმერლებს გამარჯვება ხელში ეჭირათ, თუმცა ჯარიმისა და პენალტის წყალობით 2 გოლი საკმაოდ უეცრად გაუშვეს... 05.10.2014 - სამტრედია vs დინამო ბათუმი, 15:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში "სამტრედია" შინ ბათუმის "დინამოს" მიიღებს. ბათუმელებმა უკანასკნელი მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს, ისინი ქუთაისს ესტუმრნენ და შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს. არადა, აჭარლები 2:0-ს აგებდნენ და შემდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ქულა მაინც მოიპოვეს. რაც შეეხება "სამტრედიას", ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან. გელა სანაიას გუნდმა ბოლო მატჩი ქობულეთში გამართა და "შუქურა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ამ გამარჯვებით "სამტრედია" უმაღლესი ლიგის მე-2 პოზიციაზე დაწინაურდა და ლიდერ, თბილისის "დინამოს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. 05.10.2014 - ზუგდიდი vs ტორპედო, 15:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში "ზუგდიდი" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. როგორც იცით, "ზუგდიდელები", როგორც შარშან, წელსაც ვერ გამოიყურებიან კარგად და უმაღლესში თამაშს თამაშზე აგებენ. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ჯერ მეგრულ გუნდს არცერთი შეხვედრა არ მოუგია ჩემპიონატში. რაც შეეხება "ტორპედოს", ისინი ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფებიან და მაღალი საფეხურებისთვის იბრძვიან. რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა გასულ ტურში, დასანანი ქულები დაკარგა და რომ არა ბათუმის "დინამოსთან" ფრე, ახლა ქუთაისელებს "დინამოსთან" მხოლოდ 2 ქულიანი სხვაობა ექნებოდათ. 05.10.2014 - ჩიხურა vs ვიტ ჯორჯია, 15:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, "ჩიხურა" საჩხერეში "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს. როგორც იცით, სოსო ფრუიძის გუნდი მიმდინარე სეზონში, არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობს ჩემპიონატში. უკანასკნელი მატჩი, საჩხერელებმა მარტვილის "მერანთან" დათმეს 2:0 და ცხრილის მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლეს. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", მცხეთელებმა გასულ ტურში "გურიას" უმასპინძლეს და ქულები ბოლო წუთებზე დაკარგეს. 05.10.2014 - შუქურა vs მეტალურგი, 15:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, ქობულეთის "შუქურა" შინ რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს. როგორც იცით, აჭარლები ბოლო ტურებში, არც თუ ისე დამაჯერებლად ასპარეზობენ, რაც ცხრილშიც გამოჩნდა. ამჟამად "შუქურა" ბოლოს წინა ადგილზეა. რაც შეეხება "მეტალურგს", ისინი მე-9 პოზიციაზე არიან. ცნობისთვის, არც "მეტალურგს" და არც "შუქურას" ბოლო 3 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებიათ. 05.10.2014 - დინამო vs მერანი, 18:00 უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩში, თბილისის "დინამო" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს. უკანასკნელ ტურში, "დინამომ" მეორეჯერ დაკარგა ქულები. კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა გორში ფრედ დაასრულა შეხვედრა. რაც შეეხება "მერანს", მარტვილელებმა ბოლო ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვეს ჩემპიონატში. "მერანმა" სამტრედიაში "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ცნობისთვის, ამჟამად "დინამო" უმაღლესი ლიგის პირველ პოზიციაზე იმყოფება, "მერანი" კი მე-13. ll50 Untitled-119 Untitled-271

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

Sky Sports: ლიუნგბერგის შემცვლელის ვინაობა არსენალში ცნობილია

Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის "არსენალში" მთავარი მწვრთნელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეს, 15:40

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრა დასრულდა.

დღეს, 15:15

არსენალის დარბევა არაფერს ნიშნავს, სიტის პრობლემები აქვს - რა ხდება პეპის გუნდის გარშემო?

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად ლონდონის "არსენალი" უშანსოდ გაანდგურა.

დღეს, 14:23

ფედე ვალვერდეს საოცარი რეაქცია ვალენსიასთან გატანილ გოლზე [VIDEO]

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ფედე ვალვერდეს, „ვალენსისთან“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლი ძალიან გაუხარდა.

დღეს, 13:13

დე ბრუინი: "ჰეთ-ტრიკის გაფორმება კარგი იქნებოდა"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევამრცველმა, კევინ დე ბრუინმა, „არსენალთან“ მატჩი (3:0) შეაფასა.

დღეს, 13:09

ზიდანი: "ზოგადად, რეალი ასეთი გუნდია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „ვალენსიასთან“ მატჩი შეაფასა.

დღეს, 13:04

ლეონარდო: "გთხოვთ, ტუხელს ტრანსფერებზე არაფერი ჰკითხოთ"

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ჟურნალისტებს სთხოვა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, სატრანსფერო შეკითხვებით არ შეაწუხონ.

დღეს, 12:59

დე ლაურენტისი: "ზლატანი? ანჩელოტის დროს ვფიქრობდით, ახლა სხვა პრიორიტეტები მაქვს"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დამატებას გამოეხმაურა.

დღეს, 12:51

ვერტონგენი: "მოურინიოსთან ერთად ყველაფერი განსხვავებულია"

„ტოტენჰემის“ მცველმა, იან ვერტონგენმა, „ვულვერჰემპტონთან“ გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიო შეაქო.

დღეს, 12:46

ფოდენი: "სიტი თუ სადღესასწაულო ვახშამია, დე ბრუინი - მისი სოუსია"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, კევინ დე ბრუინის „არსენალთან“ ნაჩვენები თამაში შეაფასა.

დღეს, 12:43

მბაპეს მორიგი ისტორიული რეკორდი

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, „სენტ-ეტიენის“ კარში დუბლი გაიფორმა.

დღეს, 12:40

ეტო'ომ აფრიკელები დაადანაშაულა იმაში, რომ ოქროს ბურთი მანემ არ მოიგო

კამერუნის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, სამუელ ეტო'ომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ოქროს ბურთი „ლივერპულელ» სადიო მანეს უნდა მოეგო.

დღეს, 12:37

ლეონარდო: "ნეიმარს ვატყობ, რომ პსჟ-ს დახმარების სურვილი აქვს"

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, ნეიმარზე ისაუბრა.

დღეს, 12:33

"არსენალი ცირკია და არა საფეხბურთო გუნდი", - სანია

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ბაკარი სანიამ "მეთოფეების" არსებული მდგომარეობა შეაფასა:

დღეს, 11:54

"ის - იდეალურია", - არნოლდმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ლივერპულის" მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

დღეს, 11:44

სარიმ რონალდუ-დიბალა-იგუაინის ტრიოს თამაში შეაფასა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, რონალდუ-დიბალა-იგუაინის ტრიოს თამაში შეაფასა:

დღეს, 11:32

სოლსკიაერი ევერტონთან მატჩის შემდეგ: "კარში 20-ჯერ დავარტყით, მოგებას ვიმსახურებდით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკაიერმა "ევერტონთან" მატჩი შეაფასა:

დღეს, 11:23

"გაოგნებული დავრჩი", - გრიზმანმა კლასიკოს ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი დაასახელა:

დღეს, 11:12

გვარდიოლა არტეტას არსენალში წასვლას არ გამორიცხავს: "მისი გადასაწყვეტია"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა თავის თანაშემწეზე, მიკელ არტეტაზე:

დღეს, 10:56

"არსენალი ტოპ-კლუბი არ არის, სიტისთან განადგურება - დამსახურებულია", - ლენო

ლონდონის "არსენალის" მეკარემ, ბერნდ ლენომ "მანჩესტერ სიტისთან" სახლში განადგურება შეაფასა:

დღეს, 10:43

საინტერესო ფაქტი - იუვეს ფანები უდინეზესთან მატჩში მანჯუკიჩის გვარს სკანდირებდნენ

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსმა" სახლში "უდინეზე" 3:1 დაამარცხა.

დღეს, 10:35

ოზილი ლიუნგბერგს დაუპირისპირდა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" სახლში "მანჩესტერ სიტისთან" განადგურდა.

დღეს, 10:26

ბენზემა: "წინ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:15

სხვა რაკურსით: კურტუას დიდებული თამაში შეტევაში და ბენზემას გოლი [VIDEO]

მატჩის ბოლო წამებზე სამეფო კლუბის მეკარე ტიბო კურტუა მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მის აქტიურობას კი გოლი მოჰყვა.

დღეს, 03:42

ზიდანი კურტუას ქმედებაზე: "მან წინ წასვლა თავად გადაწყვიტა"

"ვალენსიასთან" მატჩში, ბოლო წუთებზე კურტუა მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. მის აქტიურობას ბენზემას გოლი მოჰყვა და მატჩი 1:1 დასრულდა.

დღეს, 03:34

რამოსი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ: "ეს საკმარისი არ არის"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა "ვალენსიასთან" გამართული მატჩი შეაფასა.

დღეს, 03:29

არსენალის საშინელი სტატისტიკა - პირველად 1994 წლის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "არსენალი" შინ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

დღეს, 03:25

კროოსმა ვალენსიასთან ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

დღეს, 03:21

გვარდიოლა 3:0 მოგების შემდეგ: "მანჩესტერთან უკეთ ვითამაშეთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" დაუპირისპირდა და 0:3 იმარჯვა.

დღეს, 03:18

ჩაკვეტაძემ და ქვილითაიამ ერთად ითამაშეს - გენტმა მაინც ვერ მოიგო

ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ოოსტენდე" "გენტს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 03:12

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10