ავტორიზაცია

განიხილავს თუ არა რომას ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს გაშვების ვარიანტს?

განიხილავს თუ არა რომას ხელმძღვანელობა ჟოზე მოურინიოს გაშვების ვარიანტს?
თარიღი 07 დეკ 2021, 11:41

იტალიური „რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, გუნდში შედეგები არც ისე სათანადო დონეზე აქვს.

სერია ა-ს 16 მატჩის შემდეგ გუნდს 8 მოგება, 1 ფრე და 7 მარცხი აქვს, რის გამოც 25 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ოთხეულს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, გუნდის ხელმძღვანელობა პორტუგალიელ სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებს და მის გათავისუფლებას არ აპირებს - ასეთ ინფორმაციას „ტვიტერში“ ავტორიტეტული ჟურნალისტი და ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო აცხადებს.

დიდი ალბათობით, ხელმძღვანელობა იანვარში რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას და შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება, რასაც ჟოზე თავადაც აქტიურად ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ დედაქალაქური გასულ ზაფხულს, თავისი თანამემამულე პაულო ფონსეკასგან გადაიბარა.