ავტორიზაცია

ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოდან წასვლაზე ფიქრობს - ტრანსფერი შესაძლოა იანვარშივე შედგეს

ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოდან წასვლაზე ფიქრობს - ტრანსფერი შესაძლოა იანვარშივე შედგეს
თარიღი 07 დეკ 2021, 13:41

ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა „ატლეტიკო“ შესაძლოა შუა სეზონში დატოვოს.

AS-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი კლუბის შეცვლაზე ფიქრობს, მისი აგენტები კი უკვე ეძებენ კარიერის გაგრძელების სავარაუდო ვარიანტებზე, რომლებიც „ატლეტიკოს“ მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც მოახერხებდნენ.

ფელიქსი დიეგო სიმეონეს ტაქტიკას ბოლომდე კარგად ვერ ერგება, რის გამოც „ატლეტიკოში“ ვერ შეძლო იმ დონეზე თამაში, როგორსაც მისგან ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა ფელიქსის სანაცვლოდ 126 მილიონი ევრო გადაიხადა და ახლა, კლუბს არ სურს მისი გაცილებით იაფად გაშვება.

ფელიქსს, თავის მხრივ, სურს გადავიდეს გუნდში, სადაც თავისი ნიჭის რეალიზებას მოახერხებს. ის ფიქრობს, რომ სხვაგან შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

გარდა ამისა, ფელიქსმა იცის, რომ 2022 წლის მუნდიალზე მოსახვედრად მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რაც ამ ეტაპზე „ატლეტიკოში“ არ აქვს.