"ლეგენდაა, რომელზეც იმედია წიგნებს დაწერენ, თუ არადა ამას მე გავაკეთებ", - კლოპმა თავისი გუნდის შემტევი შეაქო

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, თავისი გუნდის თავდამსხმელი შეაქო.
დივოკ ორიჯი „ვულვზთან“ მატჩში ცვლილებაზე შემოვიდა და „ლივერპულს“ მატჩი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოაგებინა - 1:0.
ამის გამო, ბელგიელმა ფორვარდმა გერმანელი სპეციალისტისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა:
„დივოკ ორიჯი არის ლეგენდა. იმედია, მასზე წიგნებს დაწერენ. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ამას მე გავაკეთებ.“ - აღნიშნა კლოპმა.
ამ სეზონში ორიგიმ „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.