VIDEO: "ულამაზო გოლების გატანასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს", - მესის არსენალთან გატანილი შედევრი გაახსენეს
„პსჟ-ს“ თავდამსხმელმა, ლეო მესიმ რამხელა როლს ასრულებს ესთეტიკა მის მიერ მოედანზე მიღებულ გადაწყვეტილებებში.
2011 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე „არსენალთან“ მატჩში, მეკარის პირისპირ დარჩით და რამდენიმე წამში ნახეთ გამოსავალი - ბურთი ჯერ თავზე გადაუგდეთ, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგდეთ. მორიგი ლამაზი გოლი. ასეთ რაღაცებს ვარჯიშზე ამუშავებთ თუ ეს ინსტინქტურად ხდება?
არა, მსგავსი რამ თავისით ხდება. რთულია ყოველდღე ასეთი გოლის გატანისთვის ემზადებოდე ან ვარჯიშობდე. მსგავსი რამ ხშირად არ ხდება. მე ვვარჯიშობ და ვცდილობ პროგრესი ყოველდღიურად განვიცადო, მაგრამ ნათელი გადაწყვეტილებები თავისით ხდება.
სათამაშო სტილი ბავშვობის შემდეგ არ შემიცვლია. რაღაც სპონტანურად გამომდიოდა, გამომდინარე გარემოებებიდან და მოედანზე სიტუაციიდან. იმ საღამოს ვიგრძენი, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა და ასეც მოვიქეცი.
ბევრი ფეხბურთელი ეფექტურობისკენ ისწრაფის. მაგრამ, ჩვენ ბევრი თქვენი გოლი სილამაზის გამო გვახსოვს. თქვენს თვალში ესთეტიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი?
არა, არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან, რომ ულამაზო გოლები გავიტანო. სხვადასხვანაირი შეტევები არსებობს. მე მიჩვეული ვარ, რომ შეტევას კარისგან მოშორებით ვიწყებ, ამიტომაც გამაქვს ასეთი განსხვავებული გოლები.“ - აღნიშნა მესიმ „ფრანც ფუტბოლთან“ ინტერვიუში.