ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგაზე თავისთვის სადებიუტო სეზონში, ალემ კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგაზე თავისთვის სადებიუტო სეზონში, ალემ კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის რეკორდი გაიმეორა
თარიღი 08 დეკ 2021, 00:29

„აიაქსის“ თავდამსხმელმა სებასტიან ალემ „სპორტინგთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გოლით ალერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა. საინტერესოა, რომ წელს ის ამ ტურნირზე პირველად მონაწილეობს.

აქამდე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი - კრიშტიანუ რონალდუს 2017/18-სეზონში, იმ წელს მან „რეალთან“ ერთად ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ხვალ, ამ რეკორდის გამეორება რობერტ ლევანდოვსკისაც შეუძლია.

ამ მომენტისთვის ალეს 10 გოლი აქვს და ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.