ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა ინტერს სახლშიც მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაიფორმა

თარიღი 08 დეკ 2021, 01:51

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ „ინტერს“ მოუგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

მე-17 წუთზე ანგარიში ტონი კროოსმა გახსნა, რომელმაც შორეული დარტყმით მოახერხა მილანელების კარში.

64-ე წუთზე მოედნიდან ნიკოლო ბარელა გააძევეს, რომელმაც მილიტაოსთან ეპიზოდში არასპორტული ეპიზოდით გამოიჩინა თავი.

წერტილი კი მარკო ასენსიომ 79-ე წუთზე დასვა შორეული ბამაზი გოლით და „რეალს“ გამარჯვება გაუნაღდა.

მადრიდელებმა ჯგუფი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, „ინტერი“ კი შემდეგ ეტაპზე 10 ქულით და მეორე ადგილიდან გავიდა.