ავტორიზაცია

VIDEO: ორი წითელი ბარათი და გვიანი გოლები დრაგაოზე - ატლეტიკო მერვედფინალში მაინც გაძვრა

თარიღი 08 დეკ 2021, 01:57

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „ატლეტიკომ“ სტუმრად „პორტუს“ მოუგო და ჯგუფიდან გასვლა მაინც მოახერხა.

შეხვედრა „ესტადიო დრაგაოზე“ გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ამ მატჩის წინ „ატლეტიკო“ ბოლო ადგილზე იყო და დღეს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რაც სიმეონეს გუნდმა წარმატებით გააკეთა - ჩოლოს გუნდის რიგებსი გოლები გრიზმანმა (56’), კორეამ (90’) და როდრიგო დე პაულმა გამოიჩინეს (90+2’).

ერთადერთი გოლი „პორტუმ“ 90+5 წუთზე შეაგდო, როცა სერხიო ოლივეირამ პენალტი ზუსტად შეასრულა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა - მეორე ტაიმში პირდაპირი წითელი ბარათები მიიღეს „ატლეტიკოდან" კარასკომ, სამი წუთის შემდეგ კი „პორტუდან" ვენდელსაც დაატოვებინეს მოედანი ნაადრევად. 

ამრიგად, „ატლეტიკომ“ 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, „პორტუ“ კი მესამე ადგილს დასჯერდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.