ავტორიზაცია

უბრალოდ არანორმალური - ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს

უბრალოდ არანორმალური - ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს
თარიღი 08 დეკ 2021, 02:41

„დორტმუნდის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა „ბეშიქტაშის“ კარში დუბლის შესრულება მოახერხა.

21 წლის ნორვეგიელი ფორვარდი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და 68-ე და 81-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.

ჰოლანდისთვის ეს კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე მე-19 მატჩია და მას უკვე 23 გოლი მოუგროვდა, ამ ნიშნულს ერლინგმა ისტორიაში ყველაზე სწრაფად გადააბიჯა.

მთლიანობაში, „ბორუსიას“ მაისურით ნორვეგიელმა 72 ჩატარებულ მატჩში 74 გოლი გაიტანა.

სანტერესოა, რომ 2021 წელს ჰოლანდსაც და მბაპესაც ერთნაირი რაოდენობის გოლი აქვთ გატანილი - 47. 

შედარებისთვის, კრიშტიანუ რონალდუმ წელს 45 გოლი შეაგდო, ლეო მესიმ კი - 43.