ავტორიზაცია

კარლოს მე-100 — ჩემპიონთა ლიგაზე ანჩელოტიზე მეტი მატჩი მხოლოდ ორ სპეციალისტს აქვს მოგებული

კარლოს მე-100 — ჩემპიონთა ლიგაზე ანჩელოტიზე მეტი მატჩი მხოლოდ ორ სპეციალისტს აქვს მოგებული
თარიღი 08 დეკ 2021, 17:47

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის ეგიდით, კარლო ანჩელოტის "რეალმა" "ინტერი" (2:0) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 62 წლის იტალიელი სპეციალისტის ეს გამარჯვება რიგით მე-100 აღმოჩნდა.

ასე და ამგვარად, "პაპა კარლოს" აქტივში "მილანთან" ერთად მოპოვებული 42 გამარჯვებაა, "რეალთან" ერთად 24, "ჩელსისთან" - 10, "ბაიერნთან" - 7, "პსჟ"-სთან - 6, "ნაპოლისთან" - 5, "პარმასთან" - 4, ხოლო "იუვენტუსთან" - 2.

გამოსარჩევია კიდევ ერთი ფაქტი, ჩემპიონთა ლიგაზე ანჩელოტიზე მეტი მატჩი მხოლოდ ორ სპეციალისტს აქვს მოგებული: ალექს ფერგიუსონსა (115) და არსენ ვენგერს (103).

შეგახსენებთ, ანჩელოტი მადრიდულ გრანდს სათავეში გასულ ზაფხულს ჩაუდგა და მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.