ავტორიზაცია

სანტიაგო ბერნაბეუზე მიწისქვეშა სათბურის დასამონტაჟებლად რეალმა 225-მილიონიანი სესხი აიღო

სანტიაგო ბერნაბეუზე მიწისქვეშა სათბურის დასამონტაჟებლად რეალმა 225-მილიონიანი სესხი აიღო
თარიღი 08 დეკ 2021, 18:20

"რეალის" ხელმძღვანელობა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაზონის დასაცავად მიწისქვეშა სათბურს დაამონტაჟებს.

ამ მიზნის განსახორციელებლად მადრიდულმა კლუბმა 225 მილიონი ევროს ოდენობის სესხი აიღო 27 წლის ვადით, 1,53%-იანი განაკვეთით.

ეს კონსტრუქცია გაზონს გაწმენდს და საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად ოპტიმალური პირობების შენარჩუნებაში დაეხმარება.

ასე და ამგვარად, სტადიონზე ბალახის დაზიანების გარეშე სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

"რეალს" ამ მიზნისთვის სესხი დასჭირდა, რადგან მიწისქვეშა სათბურის დამონტაჟება სტადიონის რეკონსტრუქციის თავდაპირველ პროექტში არ შედიოდა.