ავტორიზაცია

"ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს", - კრაუჩმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ყველაზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს", - კრაუჩმა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
თარიღი: 08 დეკ 2021, 18:26

ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, პიტერ კრაუჩმა განაცხადა, რომ მერსისაიდელთა ფორვარდი, მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად უნდა აქციონ.

"დაუნდობელია. "ლივერპულს" შეეძლო გაზის პედლიდან ფეხი მარტივად აეღო, მაგრამ ეს არ გააკეთა".

"სალაჰი ამ დროისთვის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, ასე რომ, რამდენსაც არ უნდა გამოიმუშავებდეს, უფრო მაღალი ხელფასი მიეცით", - ციტირებს კრაუჩის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუა.

აღსანიშნავია, რომ 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ეშმაკუნების" რიგებში კვირაში 480 ათას ფუნტს იღებს.