"უდიდეს ტალანტს ფლობს", - სუპერვარსკვლავი, რომლის ხილვაც რუმენიგეს ბაიერნში სურდა
"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
"რეკორდმაისტერის" ექს-ფუნქციონერმა იმ ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა, ვისი მიწვევაც მიუნხენურ გრანდში სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
– "ბაიერნში" მუშაობის პერიოდში თქვენი რომელი წარუმატებლობის გახსენება შეგიძლიათ?
"როცა დიბალა "პალერმოში" იყო, "იუვენტუსში" გადასვლამდე, მას ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს. უდიდეს ტალანტს ფლობს, მაგრამ აღმასვლაც აქვს და ჩავარდნაც", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Tuttosport.
მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "ბებერ ქალბატონში" 2015 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ გადაბარგდა.
"იუვენტუსმა უნდა გაყიდოს დიბალა და იყიდოს სხვა ფორვარდი", - იტალიელი ჟურნალისტი