ავტორიზაცია

VIDEO: საოცარი მატჩი რუსეთში - ჩელსიმ გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა

თარიღი 08 დეკ 2021, 23:44

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში „ზენიტმა“ საკუთარ კედლებში „ჩელსის“ უმასპინძლა.

შეხვედრა „გაზპრომ არენაზე“ გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.

ანგარიში მე-2 წუთზე ტიმო ვერნერმა გახსნა, თუმცა ტაიმი რუსებმა 38-ზე კლაუდინიოს და 41-ზე აზმუნის გოლებით მოიგეს.

62-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ წონასწორობა აღადგინა, 85-ზე კი ვერნერმა დუბლი მიითვალა და თითქოს, „ჩელსის“ ჯგუფში პირველი ადგილიც მოუტანა.

თუმცა, 90+4 წუთზე „ზენიტმა“ წონასწორობა კვლავ აღადგინა - ტაბლოზე გვარი ეროხინმა დააფიქსირა და ლონდონურ გუნდს უმნიშვნელოვანესი 2 ქულა და მასთან ერთად პირველი ადგილიც წაართვა.

იუვენტუსი 1-0 მალმიო

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კი „იუვენტუსმა“ შვედური „მალმიო“ მოიზე კინის მე-18 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, რაც „ჩელსის“ მატჩში დაფიქსირებული შედეგის გამო, „იუვესთვის“ პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

შედეგად, H ჯგუფი ასე დასრულდა.

1 . იუვენტუსი - 15 ქულა

2. ჩელსი - 13 ქულა

3. ზენიტი - 5 ქულა

4. მალმიო - 1 ქულა.