ავტორიზაცია

ატალანტა - ვილიარეალის მატჩი ძლიერი თოვის გამო გადაიდო

ატალანტა - ვილიარეალის მატჩი ძლიერი თოვის გამო გადაიდო
თარიღი 09 დეკ 2021, 01:35

დღეს საღამოს სესიაში გასამართი ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩიდან ამ წუთებში 5 მიმდინარეობს, ერთი კი გადაიდო.

„ატალანტა“ – „ვილიარეალის“ გადამწყვეტი შეხვედრა, რომელშიც ჯგუფის მეორეადგილოსანი უკვე გამოვლენილიყო, ძლიერი თოვის გამო გადაიდო.

დაპირისპირება ბერგამოში ხუთშაბათს, 9 დეკემბერს გაიმართება.

ამ მომენტისთვის F ჯგუფში მეორე ადგილზე „ვილიარეალია“ 7 ქულით, „ატალანტას“ კი 6 ქულა აქვს და აუცილებლად მოსაგები აქვს იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეს.