ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონა ალიანც არენაზე ბაიერნთან განადგურდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა

თარიღი 09 დეკ 2021, 01:52

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში „ბარსელონას“ უმასპინძლა.

შეხვედრა „ალიანც არენაზე“ უმაყურებლოდ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

„ბარსას“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ამ მატჩის მოგება სასიცოცხლოდ ესაჭიროვებოდა და კატალონიელთა სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

გოლებით თავი თომას მიულერმა (34’), ლეროი სანემ (43’) და ჯამალ მუსიალამ (62’) გამოიჩინეს და „ბარსელონას“ ოცნება აუსრულებელი დატოვეს.

„ბაიერნმა“ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დამაჯერებელი პირველი ადგილი დაიკავა, „ბარსელონა“ კი 7 ქულით დარჩა და მრავალი წლის შემდეგ პირველად, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, რადგან პარალელურ შეხვედრაში „ბენფიკამ“ შინ „დინამო კიევს“ 2:0 მოუგო და მეორე ადგილზე 8 ქულით გავიდა.