ავტორიზაცია

VIDEO: სევილია სტუმრად ზალცბურგთან დამარცხდა და "თავისი სახელობის" ტურნირზე გადაინაცვლა

თარიღი 09 დეკ 2021, 01:58

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ზალცბურგმა“ საკუთარ მოედანზე „სევილიას“ უმასპინძლა.

შეხვედრა „რედ ბულ არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე ოკაფორმა გაიტანა და თავისი გუნდი მეორე ადგილით პლეი-ოფში გაიყვანა.

„სევილიას“ კი 6 ქულა დარჩა და გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ მოახერხა წარმატების მიღწევა.