ჭიკაძე: "ჩემპიონი ვარ და ამას მალე დაგიმტკიცებთ"

16 იანვარს გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქართველი მებრძოლის კომენტარი გაავრცელა MmaJunkie-მ, შერეული ორთაბრძოლების უმსხვილესმა პორტალმა.
"კატართან ბრძოლის გარეშეც ვთვლი,რომ ქამრისთვის საბრძოლველად მზად ვარ. ჩემპიონობაზე ჩემზე რეალური კანდიდატი არავინ არ არის. არ ვიცი იჩხუბებს თუ არა ჰოლოუეი.
აღსანიშნავია ასევე მაქსის და ვოლკანოვსკის ბრძოლა ორჯერ შედგა და შემეძლო ისინი გამომეტოვა. მინდოდა ტოპ 5-ის მებრძოლს შევხვედროდი და ამიტომ, კატარი გადაწყდა.
სხვა არც არავინ იყო, ასევე ჩან სუნ იუნი ტრავმირებულია. სულ ვიძახდი რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შემეძლო. ხალხს ჩემი არ სჯეროდა, მაგრამ მგონია, რომ მათ აზრი შევაცვლევინე.
მე ჩემპიონი ვარ ამას იანვარში და შემდეგ უკვე ტიტულისთვის ბრძოლაში დავადასტურებ", - განაცხადა ჭიკაძემ. შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლი UFC-ში დაუმარცხებელია.