ავტორიზაცია

როისი: "ჰოლანდი ბოლოს რომ ვნახე, ის საკუთარ თავზე განრისხებული იყო"

როისი: "ჰოლანდი ბოლოს რომ ვნახე, ის საკუთარ თავზე განრისხებული იყო"
თარიღი 09 დეკ 2021, 12:53

დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანმა, მარკო როისმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, ვესტფალიელები ბრძოლას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ.

"ჩვენ გვინდა ამჟამინდელ რიტმში დარჩენა. პირველი ტაიმში ჩვენი კონტრწნეხი გამორჩეული იყო. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი იარაღი მიმდინარე სეზონის შეხვედრებში.

ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ზამთრის არდადეგებზე კარგ ხასიათზე გასვლისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი გავარდნა მაინც მტკივნეულია. ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლო.

ახლა ევროპა ლიგაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეს იქნება სხვადასხვა თამაშები, მაგრამ მატჩის შედეგი ყოველთვის ჩვენს ხელში უნდა იყოს. რაც შეეხება ჰოლანდს, ბოლოს რომ ვნახე, ის საკუთარ თავზე განრისხებული იყო", - განაცხადა გერმანელმა.