ავტორიზაცია

გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი - თელავი შემტევმა დატოვა

გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი - თელავი შემტევმა დატოვა
თარიღი 09 Dec 2021, 23:01

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ თელავი გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ირაკლი რუხაძემ დატოვა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. ირაკლი რუხაძე ის მოთამაშეა, ვინც გუნდის უმღლეს ლიგაში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა.

წელს რუხაძემ "თელავის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, შუა სეზონში კი "სამტრედიაში" იყო განათხოვრებული, სადაც 3-ჯერ გამოიჩინა თავი. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის შემტევი, რომელიც უკვე თავისუფალი აგენტია.

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი "თელავმა" ნორმალურად დაასრულა, 44 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილი დაიკავა და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა