ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი და დაძაბული მატჩი ნეაპოლში — ნაპოლი ფლეი ოფში გავიდა, ლესტერი ჯგუფში ჩარჩა

თარიღი 09 დეკ 2021, 23:49

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის ეგიდით, "ნაპოლიმ" შინაურ კედლებში "ლესტერს" უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში სძლია.

აღნიშნული შეხვედრა ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა - შედეგად, იტალიელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვეს, ხოლო ინგლისელები მე-3 პოზიციას დასჯერდნენ და ბრძოლას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებენ.

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-4 წუთზე ადამ უნასმა "ნაპოლი" დააწინაურა, 24-ე წუთზე კი ელიფ ელასმა უპირატესობა გაზარდა.

მიუხედავად ამისა, "მელიებმა" ორბურთიანი ჩამორჩენა პირველივე ტაიმში აღმოფხვრეს - 27-ე წუთზე ჯერ ჯონი ევანსმა გაიტანა, 33-ე წუთზე კი კირნან დიუსბერი-ჰოლმა შეაგდო და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევრის სტარტზევე, 53-ე წუთზე, "ლესტერის" კარი ელმასმა კიდევ ერთხელ აიღო, დუბლი გაიფორმა და შეხვედრაში საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.