ლუკას ვასკესს პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს

"არსენალი" "რეალის" ნახევარმცველ ლუკას ვასკესით ინტერესდება, წერს El Nacional.
გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" მზად არიან 30 წლის ესპანელი გადაიბირონ, რომელსაც მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.
2021/22 წლების სეზონში ვასკესმა "რეალის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, მადრიდელთა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 15 მილიონ ევროს შეადგენს.