ავტორიზაცია

ბარსელონა პლეი-ოფში იწყებს! ყველაფერი, რაც ევროპა ლიგის ახალი ფორმატისა და კენჭისყრის შესახებ უნდა იცოდეთ

ბარსელონა პლეი-ოფში იწყებს! ყველაფერი, რაც ევროპა ლიგის ახალი ფორმატისა და კენჭისყრის შესახებ უნდა იცოდეთ
თარიღი 10 დეკ 2021, 02:21

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ოფიციალურად დასრულდა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიც.

გამომდინარე იქიდან, რომ წელს ამ ტურნირის ფორმატი შეიცვალა და მასში მონაწილე გუნდების რაოდენობაც განახევრდა, ბევრს შეიძლება კითხვები გაუჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით გავლენ გუნდები და რა მოხდება პლეი-ოფში.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველაფერს, რაც ევროპა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ უნდა იცოდეთ.

რა ხდება ჯგუფური ეტაპის შემდეგ?

ჯგუფში პირველ ადგილზე გასული 8 გუნდი პირდაპირ მერვედფინალში გადის, მეორეადგილოსნები კი - 1/16-ფინალში.

1/16-ფინალში ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსნები დაუპირისპირდებიან ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადასულ გუნდებს (ანუ ჩემპ.ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს). მაგალითად: „ნაპოლიმ“ თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შესაძლოა, 1/16-ფინალში „ბარსელონას“ შეხვდეს.

შესაბამისად, 1/16-ფინალში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გასული 8 გუნდი მერვედფინალში დაუპირისპირდება ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველადგილოსნებს. 

როდის გაიმართება კენჭისყრა?

კენჭისყრა გაიმართება ორშაბათს, 13 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათისთვის.

ამ კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას გუნდები, რომლებმაც ევროპა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს - ისინი პირდაპირ მერვედფინალისტები არიან.

ვინ გავიდა პირდაპირ მერვედფინალში?

„ლიონი“ (საფრანგეთი)
„მონაკო“ (საფრანგეთი)
„სპარტაკი“ (რუსეთი)
„აინტრახტი“ (გერმანია)
„გალათასარაი“ (თურქეთი)
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„ლევერკუზენი“ (გერმანია)
„ვესტ ჰემი“ (ინგლისი)

რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში?

განთესილი გუნდები:

„ბეტისი“ (ესპანეთი)
„ბრაგა“ (პორტუგალია)
„დინამო ზაგრები (ხორვატია)
„ლაციო“ (იტალია)
„ნაპოლი“ (იტალია)
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)
„რეინჯერსი (შოტლანდია)
„სოსიედადი“ (ესპანეთი)

განუთესავი გუნდები:

„ატალანტა“ (იტალია)
„ბარსელონა“ (ესპანეთი)
„დორტმუნდი“ (გერმანია)
„ლაიპციგი“ (გერმანია)
„პორტუ“ (პორტუგალია)
„სევილია“ (ესპანეთი)
„შერიფი“ (მოლდოვა)
„ზენიტი“ (რუსეთი).

როგორც ხვდებით, განთესილები არიან გუნდები, რომლებიც თავიდანვე ევროპა ლიგაზე თამაშობდნენ და პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდნენ, განუთესავებში კი შედიან გუნდები, რომლებიც ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდნენ.

ლოგიკურია, რომ განთესილ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ პლეი-ოფში თამაში არ შეუძლიათ.

ვის შეიძლება შეხვდეს ბარსელონა? 

„რეინჯერსი“ (შოტლანდია)
„ნაპოლი“ (იტალია)
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)
„ლაციო“ (იტალია)
„ბრაგა“ (პორტუგალია)
„დინამო ზაგრები“ (ხორვატია)

განთესილი გუნდები პლეი-ოფის პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ, საპასუხოს - შინ. შესაბამისად, „ბარსელონა“ ტურნირს პლეი-ოფით და საშინაო მატჩით დაიწყებს.

შეუძლებელია ერთმანეთს შეხვდნენ ერთი ქვეყნის გუნდები.

პლეი-ოფში არ იმოქმედებს სტუმრად გატანილი გოლის წესი. 

პლეი-ოფის მატჩები 17 და 24 თებერვალს გაიმართება.

ევროპა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ასპარეზობას კონფერენც ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებენ. ესენი არიან:

„სპარტა პრაღა“ (ჩეხეთი)
„პსვ“ (ნიდერლანდები)
„ლესტერი“ (ინგლისი)
„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)
„მარსელი“ (საფრანგეთი)
„მიდტიულანდი“ (დანია)
„რაპიდ ვენა“ (ავსტრია)
„სელტიკი“ (შოტლანდია)