ავტორიზაცია

მბაპე მონაკოსთან მატჩის წინ: "პსჟ-ს ნამდვილად ძლიერი ხასიათი აქვს, მხოლოდ გამარჯვება გვწყურია"

მბაპე მონაკოსთან მატჩის წინ: "პსჟ-ს ნამდვილად ძლიერი ხასიათი აქვს, მხოლოდ გამარჯვება გვწყურია"
თარიღი 10 დეკ 2021, 11:21

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის ეგიდით "მონაკოსთან" გასამართი მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

– ამ სეზონში "პსჟ" მატჩების ბედს ხშირად ბოლოში წყვეტს. რას ფიქრობ ამის შესახებ?

"ყოველთვის ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ეს გამოგვდის, რადგან მხოლოდ გამარჯვება გვწყურია. რა თქმა უნდა, შემდეგ ამ თამაშებს ვაანალიზებთ და გვესმის, რომ ადრევე შეგვეძლო ყველაფრის მოგვარება".

"იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს, ზოგიერთ მატჩში ასეთი სირთულეები არ უნდა შეგვექმნას. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, გვიხარია, რადგან ამას ერთად ვაკეთებთ".

"ამ გამარჯვებებს არავის ვპარავთ. თითოეულ მატჩს თამამად ვუყურებთ, რითაც მტკიცდება, რომ "პსჟ"-ს ნამდვილად ძლიერი ხასიათი აქვს".

– კვირას გასამართი შეხვედრა შენთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან "მონაკოს" ვხვდებით, შენს ყოფილ კლუბს. როგორ გრძნობ თავს ასეთი მატჩების დროს?

"განსაკუთრებული მატჩია. ჩვენი ჩემპიონატისთვის დიდი აფიშაა. "მონაკო" ჩინებული გუნდია, რომელმაც კარგად თამაში იცის".

"ახლა კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა ჩემთვის მნიშვნელოვანია. იქ დიდი დრო გავატარე, დღემდე მყავს მეგობრები. ყოველთვის არის განსაკუთრებული ადრენალინი".

"თუმცა, "პსჟ"-ში თამაშისას, გრძნობების უფლება არ გაქვს. უნდა გაიმარჯვო და ყველაფერს გავაკეთებ, რათა "პსჟ"-ს ამის გაკეთებაში დავეხმარო", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს პარიზელთა ოფიციალური საიტი.