ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ ახალგაზრდა ნახევარმცველი ლა ლიგის სხვა გუნდში გაანათხოვრა

ოფიციალურად: ბარსელონამ ახალგაზრდა ნახევარმცველი ლა ლიგის სხვა გუნდში გაანათხოვრა
თარიღი 10 დეკ 2021, 12:28

კატალონიის "ბარსელონამ" გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ალექს კოლადოს "გრანადაში" იჯარით გაშვება დაადასტურა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრესსამსახურის ცნობით, 22 წლის ესპანელი ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია.

კოლადო "ბარსას" აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას 2018/19 წლების სეზონში ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ერთადერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება "ბარსელონა ბ"-ს, კატალონიური გრანდის მეორე გუნდის რიგებში ალექსს საერთო ჯამში 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 18 გოლი გატანილი.