ავტორიზაცია

ლივერპულმა თვალი ვესტ ჰემის თავდამსხმელს დაადგა

ლივერპულმა თვალი ვესტ ჰემის თავდამსხმელს დაადგა
თარიღი 10 დეკ 2021, 13:07

"ლივერპული" "ვესტ ჰემის" თავდამსხმელ ჯაროდ ბოუენით ინტერესდება, წერს Liverpool Echo.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ინგლისელი მერსისაიდელთა ყურადღების ქვეშაა მოქცეული.

როგორც აღინიშნება, "ლივერპული" "ლიდსის" შემტევ რაფინიასაც აკვირდება, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ამ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთის დამატების ალბათობა მცირეა.

2021/22 წლების სეზონში ბოუენმა "ჩაქუჩების" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ვესტ ჰემის" შემტევის სატრანსფერო ფასი ამჟამად 30 მილიონ ევროს შეადგენს.