ავტორიზაცია

ბარსელონა აიაქსის მთავარი ბომბარდირით დაინტერესდა

ბარსელონა აიაქსის მთავარი ბომბარდირით დაინტერესდა
თარიღი 10 დეკ 2021, 13:20

"ბარსელონამ" "აიაქსის" თავდამსხმელს, სებასტიან ალეს დაადგა თვალი, წერს Fichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ახალი ფორვარდის ძიებაში არიან და 27 წლის კოტდ'ივუარელის კანდიდატურას განიხილავენ.

2021/22 წლების სეზონში ალემ "აიაქსის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ამსტერდამელთა აფრიკელი ფორვარდის სატრანსფერო ფასი ამჟამად 27 მილიონ ევროს შეადგენს.